იზოლდა ხოხაშვილი

ასოცირებული პროფესორი; სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

იზოლდა ხოხაშვილი

ასოცირებული პროფესორი; სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

i.khokhashvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1983-1986 წლებში ამავე სპეციალობით სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1986-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2009-2012 წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ბიოტექნოლოგიის მიმართულებით. 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2012 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტში. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი, არის ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, სამი სადოქტორო და 7 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. არის საერთაშორისო ბიოქიმიკოსთა საზოგადოების წევრი.

განათლება

1986 - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი
1978 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საფუძვლები (B)
ეკოსისტემები და ბიოტექნოლოგია (M)

პუბლიკაციები

Tsiklauri, N., Kutateladze, L., Jobava, M., Khvedelidze, R., Khokhrashvili, I. (2022). LIGNOCELLULOSIC EZYMES OF BASIDIAL FUNGI- ISOLATED FROM DIFFERENT ECOLOGICAL NICHES OF GEORGIA. The Eurasia Proceedings of Science, Technology, Engineering & Mathematics (EPSTEM), v. 12, pp.113-118.

Khokhashvili, I., Kutateladze, L., Zakariashvili, N., Jobava, M., Alexidze, T., Urushadze, T., Khvedelidze, R., Tsiklauri, N., Burduli, T. (2020). Production of Protein-Rich Biomass by the Consortium of Microscopic Fungi – Chaetomium cellulotycum A 43 and Sporotrichum pulverulentum A 32. V. 10 (1). pp.50-55 .

Kutateladze, L., Zakariashvili, N., Khokhashvili, I., Jobava, M., Alexidze, T., Urushadze, T., Kvesitadze, E. (2018). Fungal elimination of 2,4,6-trinitrotoluene (TNT) from the soils. The EuroBiotech Journal, vol.2, no.1, pp. 39-46. 

Kutateladze, L., Urushadze, T., Dudauri, T., Metreveli, B., Zakariashvili, N., Xhoxhashvili, I., Jobava M. (2018). Fermentation of Pretreated Herbaceous Cellulosic Wastes to Ethanol by Anaerobic Cellulolytic and   Saccharolytic Thermophilic Clostridia. Biomed J Sci & Tech Res. (BJSTR). 10 (3). ISSN 2574-1241.

Kutateladze, L., Zakariashvili, N., Khokhashvili, I., Urushadze, T., Tsiklauri, N., Aleksidze, T. (2014). Biomass of Sporotrichum pulverulentum S7 – a Food Additive Rich in Protein  and Biologically Active Compounds.  Annals of Agrarian Science .Vol.12, (3), pp. 55-58.

Kutateladze, L., Urushadze, T., Khvedelidze, R., Zakariashvili, N., Khokhashvili, I., Jobava, M., Burduli, V. (2014.). Thermophilic Cellulase/xylanaze  Complex and its Application  in Production of Liquid Sugars. Annals of Agrarian Science. Vol.12, (3), p.49-54.